„ლივერპულის“ ლიდერმა მოჰამედ სალაჰმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „პარი სენ-ჟერმენთან“ გამართული ორმატჩიანი დაპირისპირება გაიხსენა.
ეგვიპტელი შემტევის თქმით, პირველი შეხვედრა მეტწილად მერსისაიდელთა იღბალს უკავშირდებოდა, თუმცა განმეორებით მატჩში „ლივერპული“ უპირატესად გამოიყურებოდა.
„პარიზში აშკარად გაგვიმართლა. ალისონმა საოცრად ითამაშა – შეიძლება ითქვას, ეს მის კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი იყო. რამდენიმე ეპიზოდში მან ჩვენ გოლისგან გადაგვარჩინა.
რაც შეეხება „ენფილდზე“ გამართულ მატჩს – ვერცერთ კომპონენტში ვერ გვაჯობეს. ეს იყო საკმაოდ დაბალანსებული შეხვედრა, სადაც მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა. სამწუხაროდ, სეზონში ერთი თვე ჩავარდნა გვქონდა და სწორედ ამ პერიოდში გვიწია პსჟ-ს წინააღმდეგ თამაში“, – განაცხადა სალაჰმა.
შეგახსენებთ, რომ ეგვიპტელმა თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში 49 მატჩში 33 გოლი გაიტანა და 23 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ