ფრანგულ გამოცემა „Le Parisien“-ში ჟურნალისტმა დომინიკ სევერაკმა ჩემპიონთა ლიგის ფინალს მოუძღვნა ვრცელი სტატია, რომელშიც პსჟ-ს სავარაუდო შემადგენლობაც დაასახელა.
ავტორის ცნობით, ხვიჩა კვარაცხელიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამამშვიდებელია და ის უახლოეს დღეებში სრულ მზადყოფნაში იქნება. სევერაკი აღნიშნავს, რომ ლუის ენრიკესთვის კვარაცხელია და უსმან დემბელე შეუცვლელი ფიგურები არიან, ხოლო ერთადერთი კითხვა ისაა, ვინ დაუმატდება მათ შეტევაში — ბრედლი ბარკოლა თუ დეზირე დუე.
სტატიაში ხაზგასმულია, რომ „ინტერი“ მწყობრი დაცვის გუნდი არის, თუმცა ფლანგის მცველები — ფედერიკო დიმარკო და დენზელ დუმფრისი — შეტევაშიც აქტიურად ერთვებიან. სწორედ ამ სივრცეების გამოყენება განსაკუთრებით შეუძლია ბარკოლას, რაც „ლივერპულთან“ და „ასტონ ვილასთან“ მატჩებშიც გამოჩნდა. ძირითადი ინტრიგა ახლა ისაა, რომელ ფლანგზე დაიწყებს ბარკოლა თამაშს — დარჩება მარჯვნივ, რათა კვარაცხელიას მარცხნივ თამაში არ შეეზღუდოს, თუ პირიქით?
ჟურნალისტმა პარიზელთა სავარაუდო ძირითადი შემადგენლობაც დაასახელა:
პსჟ-ს სავარაუდო XI: დონარუმა; ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში; ვიტინია, ნევეში, ფაბიანი; ბარკოლა, კვარაცხელია, დემბელე.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ
