„ლივერპულის“ კაპიტანმა ვირგილ ვან დეიკმა ფრანგულ „ეკიპთან“ ინტერვიუში ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ წყვილზე ისაუბრა, სადაც მისი გუნდი პსჟ-სთან პენალტების სერიაში დამარცხდა.
პირველი მატჩი და პარიზელთა ძალა
„პსჟ-მ საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა — როგორც თამაშის სტილით, ისე ფეხბურთელების ინდივიდუალური ოსტატობით. ისინი მთელი მატჩის განმავლობაში დომინირებდნენ და, პირდაპირ ვთქვა, ჩვენი გამარჯვება ნამდვილ სიურპრიზად იქცა. თუმცა, ფეხბურთში ხშირად ხდება გაუთვალისწინებელი რამეები,“ – განაცხადა ვან დეიკმა.
გულდაწყვეტა პენალტების გამო
„საპასუხო შეხვედრაში შესანიშნავად დავიწყეთ და პირველივე წუთებში გოლის გატანის შანსი გვქონდა, რაც თამაშის სცენარს მთლიანად შეცვლიდა. საბოლოოდ, ყველაფერი პენალტებზე წავიდა, სადაც ყველაფერი შემთხვევითობაზეა დამოკიდებული. ყოჩაღ პსჟ-ს, კარგი ფორმაში არიან და ძალიან კარგად ერგებიან თავიანთი მწვრთნელის მოთხოვნებს.“
ფინალს არ უყურებს
31 მაისს, მიუნხენში გასამართ ჩემპიონთა ლიგის ფინალს ვან დეიკი არდადეგებიდან არ მიადევნებს თვალს: „არა, არანაირად. მინდა შვებულება დავისვენო და ფეხბურთზე არ ვიფიქრო (იცინის).“
ფინალის ფავორიტი არ ჰყავს
მიუხედავად იმისა, რომ ფინალში მისი ყოფილი მეტოქე „ინტერია“, ჰოლანდიელი მცველი ფავორიტს არ ასახელებს: „არცერთი მათგანი არ მიმაჩნია ფავორიტად. პსჟ ნამდვილად შთამბეჭდავია. რაც შეეხება „ინტერს“, მათ შემადგენლობაში ჩემი თანამემამულეები — დუმფრისი და დე ვრეი თამაშობენ. ასევე უნდა ითქვას, რომ იტალიურ გუნდს ამ ტურნირის ფინალში მონაწილეობის გამოცდილება უკვე აქვს, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია.“
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ