რონალდოსა და ილია თოფურიას შორის ურთიერთობა დათბა - სასიამოვნო ჟესტი სპორტის ვარსკვლავებისგან რონალდოსა და ილია თოფურიას შორის ურთიერთობა დათბა - სასიამოვნო ჟესტი სპორტის ვარსკვლავებისგან » Footballnews რონალდოსა და ილია თოფურიას შორის ურთიერთობა დათბა - სასიამოვნო ჟესტი სპორტის ვარსკვლავებისგან
გათიშვა

რონალდოსა და ილია თოფურიას შორის ურთიერთობა დათბა - სასიამოვნო ჟესტი სპორტის ვარსკვლავებისგან

რონალდოსა და ილია თოფურიას შორის ურთიერთობა დათბა - სასიამოვნო ჟესტი სპორტის ვარსკვლავებისგან
1 თვის წინ
ალექსანდრე გავაშელი

წლის დასაწყისში UFC 308-ის წინ ილია თოფურიასა და კრიშტიანო რონალდოს შორის მცირე დაპირისპირება მოხდა. პორტუგალიელმა ვარსკვლავმა, რომელიც მაშინ PFL-ის ღონისძიებაზე იმყოფებოდა, განაცხადა, რომ „ილია ზედმეტად ბევრს ლაპარაკობს“, რაც მებრძოლის მხრიდან მყისიერ რეაქციას მოჰყვა — თოფურიამ რონალდოს პოსტი სოციალურ ქსელ X-ზე უპასუხა და აღნიშნა, რომ "ლაპარაკის ნაცვლად ბრძოლა იცის".

მიუხედავად იმდროინდელი დაძაბულობისა, როგორც ჩანს, ვითარება ახლა უკეთესად გამოიყურება. ბოლო დღეებში სოციალური ქსელების მომხმარებლებმა შენიშნეს, რომ ილია თოფურიასა და კრიშტიანო რონალდოს ერთმანეთის "ფოლოუ" ინსტაგრამზე დაიწყეს.

ჯერ არ არის ცნობილი, დაუჭირა თუ არა მხარი რონალდომ თოფურიას რომელიმე პოსტს ან პირადად დაუკავშირდა, თუმცა ფაქტია — ორი სახელგანთქმული სპორტსმენის ურთიერთობაში პოზიტიური ძვრები შეინიშნება.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია UFC-ის აბსოლუტური ჩემპიონია ფედერალურ წონაში, კრიშტიანო რონალდო კი ამჟამად საუდის არაბეთის კლუბ „ალ-ნასრში“ თამაშობს

FACEBOOK კომენტარები