ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ ბრაზილიელმა ლეგენდამ რონალდინიომ კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა პარიზული კლუბის მიმართ. როგორც ცნობილია, რონალდინიომ 2001-2003 წლებში „პარი სენ-ჟერმენის“ ფორმა მოირგო და საფრანგეთში გატარებული პერიოდი მის კარიერაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იყო.
„იმედი მაქვს, მოიგებს,“ – განაცხადა რონალდინიომ ჩემპიონთა ლიგის ფინალთან დაკავშირებულ ინტერვიუში.
„როცა ევროპაში პირველად ჩამოვედი, პსჟ-მ ძალიან თბილად მიმიღო. სწორედ აქედან დაიწყო ჩემი ევროპული კარიერა და ამ კლუბის მიმართ ყოველთვის მადლიერების გრძნობა მაქვს.“
რონალდინიომ კომენტარი გააკეთა პარიზელთა ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელზეც – ლუის ენრიკეზე:
„ახლა მათ შესანიშნავი მწვრთნელი ჰყავთ, რომელიც ჩემი კარგი მეგობარია. ვხედავ, როგორ განვითარდა გუნდი მის ხელში და ვფიქრობ, ყველაფერი შეიძლება ნანატრი ჩემპიონთა ლიგის თასით დასრულდეს.“
პსჟ ისტორიის განმავლობაში ჯერ კიდევ ელის პირველ ჩემპიონთა ლიგის თასს. ყველაზე ახლოს პარიზელები მიზანთან 2020 წელს იყვნენ, როდესაც ფინალში „ბაიერნთან“ მინიმალური ანგარიშით დამარცხდნენ. ახლა კი, ლუის ენრიკეს ხელმძღვანელობით, გუნდი კიდევ ერთხელ მიაღწია ფინალს და „ინტერის“ წინააღმდეგ საკუთარი სახელის დაწერას ეცდება.
რონალდინიოს მხარდაჭერა არა მხოლოდ სიმბოლური ჟესტია, არამედ კიდევ ერთი გამოხატულებაა იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი კლუბია პსჟ იმ მოთამაშეებისთვის, რომლებმაც კარიერის სხვადასხვა ეტაპზე პარიზული კლუბის მაისური მოირგეს.
ფინალი მიუნხენში გაიმართება და პსჟ-ს ისტორიული შანსი აქვს – გახდეს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული კლუბის ისტორიაში პირველად.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ