„პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელმა, უსმან დემბელემ ჩემპიონთა ლიგის ფინალში მილანის „ინტერთან“ დაპირისპირებამდე კილიან მბაპეს წასვლის შემდეგ გუნდში მომხდარ ცვლილებებსა და ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.
„შესაძლოა, მბაპესთან ერთად კიდევ უფრო ძლიერები ვყოფილიყავით. არავინ იცის, რა შეიძლებოდა მომხდარიყო. მას ჰქონდა ოცნება – ოდესღაც „რეალში“ ეთამაშა. პსჟ-მ კი თავისი გზა გააგრძელა, მას წარმატებას ვუსურვებთ.
ჩვენ საკუთარ თავზე ვიყავით კონცენტრირებულები და სეზონის ლოგიკურ დასასრულს ვუახლოვდებით. მაგალითად, ჩვენ დაგვემატა ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც ადაპტაციის პერიოდი კარგად გადალახა. ის ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია, ყველაფერს სწრაფად ითვისებს და თავს ბუნებრივად გრძნობს ახალ გარემოში“, – განაცხადა დემბელემ.
ჩემპიონთა ლიგის ფინალი „პარი სენ-ჟერმენსა“ და მილანის „ინტერს“ შორის მიუნხენში შაბათს, 31 მაისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ