პსჟ-ს მეკარემ, ჯანლუიჯი დონარუმამ იუთუბ გადაცემა Viva El Futbol-ში სტუმრობისას ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.
დონარუმა: „კვარა შესანიშნავი ბიჭია. ვიდრე პსჟ-ში გადმოვიდოდა, მასთან საუბარი მქონდა და ვუთხარი, რომ თუ რამეში დავჭირდებოდი, ჩემთვის მოეწერა და დავეხმარებოდი.
ნეაპოლურ დიალექტზე დაველაპარაკე და გაოცებულმა მკითხა: „შენ ნეაპოლიტანელი ხარ?’’
კვარა სათამაშო კლასით სხვებზე მაღლაა და ეს ვარჯიშებზეც ნათლად ჩანს’’ – ამბობს დონარუმა.