გამოცემა „ულტრა ნაპოლის“ ხელმძღვანელმა და ჟურნალისტმა, ჯენარო მონტუორიმ კომენტარი გააკეთა ჩემპიონთა ლიგის ფინალში „პარი სენ-ჟერმენის“ გამარჯვებაზე და განსაკუთრებული ყურადღება ხვიჩა კვარაცხელიაზე გაამახვილა, რომელიც პარიზულ კლუბს იანვარში შეუერთდა. ჯენარო მონტუორი მიიჩნევს, რომ „ოქროს ბურთს“ ხვიჩა კვარაცხელია იმსახურებს.
„კვარაცხელიას შესანიშნავი სეზონი ჰქონდა, რომელიც „ნაპოლიში“ დაიწყო და პსჟ-ში დაასრულა. ხვიჩა ისტორიაში შევიდა და მიმაჩნია, რომ წელს მას „ოქროს ბურთი“ ეკუთვნის. კვარაცხელიამ ამ სეზონში ორი ქვეყნის ჩემპიონატი (იტალიისა და საფრანგეთის), საფრანგეთის თასი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო.
მართალია, სერია A-ს ჩემპიონობისთვის კვარას ოქროს მედალი არ მიუღია, რადგან მხოლოდ სეზონის ბოლოს განაცხადში მყოფი ფეხბურთელები დაჯილდოვდნენ, მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს, ვთქვათ, რომ ჩემპიონატის პირველ ნახევარში გოლებითა და საგოლე გადაცემებით „ნაპოლის“ გაჩემპიონებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
ხვიჩა აღიარებას იმსახურებს, მაგრამ უნდა ახსოვდეს, რომ იტალიაში ჩამოსვლის შემთხვევაში „ნაპოლის“ მადლობა უნდა გადაუხადოს“, – ამბობს ჯენარო მონტუორი.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ