პსჟ-ის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა და შემდგომში მწვრთნელმა, ლუის ფერნანდესმა ავტორიტეტულ გამოცემა Le Parisien-თან ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ისაუბრა და ხვიჩა კვარაცხელიაც შეაქო. 65 წლის სპეციალისტმა აღნიშნა, რომ პარიზული გუნდის თამაშითა და ფეხბურთელების თავდადებით გაოცებული დარჩა.
რა თქმა უნდა, ლუის ენრიკეს დიდი დამსახურება მიუძღვის, მაგრამ არასდროს არის მარტო. არ მიყვარს მხოლოდ ერთი ადამიანის გამოყოფა, ეს არასწორია. ენრიკეს გვერდით ასისტენტები და მთელი პერსონალია. ვხედავთ, რომ მათი სამუშაო ძალიან კარგად შესრულდა. მოთამაშეები ამ წარმატებას იზიარებენ. ეს არა ერთის, არამედ მთელი კოლექტივის გამარჯვებაა, ყველა იმ ადამიანის, ვინც ამ გუნდის შენებაში იღებდა მონაწილეობას, ვინც თამაშობს, ან არ თამაშობს. ეს აშკარაა საქმისადმი დამოკიდებულებაშიც“.
„წარმოუდგენელია, როდესაც ხედავ, თუ როგორ ახორციელებს მატჩის მიწურულს კვარა 80-მეტრიან გარბენს, რათა უკან დაიხიოს და გუნდს თავის დაცვაში დაეხმაროს. შესანიშნავი სანახავია, როდესაც ორი გოლის გატანის მიუხედავად, დუე ინტენსივობით აგრძელებს პრესინგის თამაშს. როდესაც ამ დეტალებს უყურებ, ხვდები, რომ ყველა ფეხბურთელმა თუ სხვა თანამშრომელმა წარმატებაში თავისი წვლილი შეიტანა. ყველა ერთმანეთს ეხმარება და სწორედ ეს ხდის პსჟ-ს განსაკუთრებულს. ვგრძნობთ, რომ ამ გუნდში რაღაც ჯადოსნური ხდება, აქ ვარსკვლავური კოლექტივი შეიკრიბა
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ