პარი სენ-ჟერმენის" პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფმა Al-Kass ინტერვიუ მისცა, სადაც საინტერესო საკითხებზე ისაუბრა. პარიზელთა პრეზიდენტმა ხვიჩა კვარაცხელიაზე აქამდე უცნობი ისტორია გაიხსენა. მისი თქმით, ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე 2 დღით ადრე "კვარამ" ვარჯიშის დროს ტრავმა მიიღო.
"გერმანიაში გამგზავრებამდე ბოლო ვარჯიშის დროს, რომელმაც კამერების გარეშე ჩაიარა, ხვიჩა კვარაცხელია თანაგუნდელს შეეჯახა და მძიმე დაზიანება მიიღო. მას მოედნის დატოვება დამოუკიდებლადაც კი არ შეეძლო.
ლუის ენრიკე ძალიან ნერვიულობდა, ის მზად იყო ხვიჩასთვის დასვენების საშუალება მიეცა და მატჩის წინა ვარჯიშზე არ ევარჯიშა, თუმცა მადლობა ღმერთს, რომ მოტეხილობა არ აღმოჩნდა და ყველაფერი კარგად დასრულდა.
ამ ყველაფრის შემდეგ კვარაცხელიამ ფინალი ითამაშა, რომელიც ფანტასტიკურად ჩაატარა. ეს არის ის მენტალიტეტი, რის გამოც ფეხბურთელებს ვყიდულობთ. მათ უყვართ საკუთარი საქმიანობა და ამას მთელი გულით აკეთებენ" - განაცხადა ალ-ხელაიფმა.
ხვიჩა კვარაცხელია პარი სენ-ჟერმენს იანვარში შეუერთდა, მას შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე 9 მატჩში 3 გოლით და 2 საგოლე პასით გამოირჩა, ხოლო ყველა ტურნირზე 25 თამაშში 7 გოლი, 5 საგოლე პასი და 1 მოპოვებული პენალტი მიითვალა. პსჟ-მ ამ სეზონში საფრანგეთის სუპერთასი, საფრანგეთის ჩემპიონატი, საფრანგეთის თასი მოიგო, კვარას ტიტულებში მხოლოდ სუპერთასი არ შედის, რადგან იმ დროს ჯერ კიდევ „ნაპოლიში“ ირჯებოდა.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ
