ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში "იბერია 1999" შვედეთის ჩემპიონს, "მალმიოს" დაუპირისპირდება.
აღნიშნული თამაშის წინ, ქართული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, ლევან კორღალიძემ პრესკონფერენცია გამართა.
"კმაყოფილი ვარ მოსამზადებელი პერიოდით. ბევრი ახალი რამ გამოვცადეთ.
"სელექციით ყოველთვის კმაყოფილი მწვრთნელი ვერასდროს იქნება, მაგრამ დროის მოკლე პერიოდში, ლეგიონერები გუნდთან საკმაოდ კარგად ადაპტირდნენ.
"ივა გელაშვილი ჩვენთან ერთად ვარჯიშობს და თამაშობს, 3 თვის შემდეგ რა იქნება არ ვიცით, მაგრამ ახლა ასეა.
"სუპერ თასზე წაგებული მატჩები რა თქმა უნდა საწყენია, მაგრამ ცალი თვალით უეფას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპისკენ ვიყურებოდით და ამ მატჩების საერთაშორისო შეხვედრებისთვის გამოყენება შეგვიძლია.
"მიუხედავად იმისა, რომ მეტოქეს რამდენიმე მცველი ტრავმირებული ჰყავს, შემადგენლობის გაძლიერების დიდი რესურსი ნამდვილად აქვს.
"მეტოქე მაქსიმალურად შევისწავლეთ და ვცდილობთ, რომ ის გარკვეული სუსტი წერტილები გამოვიყენოთ. ძალიან მობილური გუნდია, სისტემის ცვალებადობა თამაშის მსვლელობის დროს მეტყველებს იმაზე, რომ შეკრული გუნდია და დიდი ხანია ერთად თამაშობენ", - ლევან კორღალიძემ.
ცნობისთვის, აღნიშნული მატჩი 8 ივლისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ