გათიშვა

რატომ გააგდეს ფლიკი მოედნიდან - ყველა დეტალი

რატომ გააგდეს ფლიკი მოედნიდან - ყველა დეტალი
1 კვირის და 6 დღის წინ
ირაკლი ხასაია

"ბარსელონამ" ლა ლიგაში ქულები კიდევ ერთხელ დაკარგა. კატალონიელებს ამჯერად ფეხი "ბენიტო ვილამარინზე" დაუცდათ, სადაც ორჯერ იგებდნენ, მაგრამ "ბეტისმა" მატჩი მაინც საყაიმო ანგარიშით 2:2 დაასრულა.

გუშინ "ლურჯ-ბროწეულისფერთათვის" ცუდი ისიც მოხდა, რომ წითელი ბარათი მიიღო გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა. გერმანელმა სპეციალისტმა ემოციები "ბლაუგრანას" კარში პენალტის დანიშვნის დროს ვერ შეიკავა.

"ტექნიკური ზონის დატოვება, ყვირილი და მსაჯის გადაწყვეტილების ჟესტებით გაპროტესტება" - ეს მიზეზებია ჩამოთვლილი სამსაჯო ოქმში, რომლითაც ფლიკის გაძევებაა გამართლებული.

ვიცით ისიც, რომ "ბარსა" გუნდის თავკაცის გაგდების სადისციპლინო კომიტეტში გასაჩივრებას გეგმავს.

თუ გასაჩივრება წარუმატებელი გამოდგა, ჰანსის ორი მატჩის გამოტოვება მოუწევს. იგი კატალონიელებს "ლეგანესისა" და მადრიდის "ატლეტიკოს" ვერ უხელმძღვანელებს.

ფლიკი "ხეტაფეს" წინააღმდეგ, 19 იანვარს დაბრუნდება.

FACEBOOK კომენტარები