ფერან ტორესმა "ბეტისის" კარში გატანილი გოლი ვალენსიელ ხალხს, რეგიონში ბოლო დროს მომხდარი წყალდიდობების მსხვერპლებსა და იმ ადამიანებს მიუძღვნა, რომლებმაც დაზარალებულებს გაუწიეს დახმარება.
მაისურზე, რომელიც 24 წლის თავდამსხმელს ფორმის შიგნით ეცვა, რამდენიმე ენაზე ეწერა სიტყვა "მადლობა", მის ქვემოთ კი "ვალენსია არასოდეს დაივიწყებს."
"მინდა გამოვხატო ჩემი მადლიერება ყველა იმ ადამიანისადმი, რომელიც კატასტროფის მერე ვალენსიას დაეხმარა," - თქვა ფორვარდმა მატჩის შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ წყალდიდობას 224 ადამიანი ემსხვერპლა. 216 სწორედ ვალენსიის რეგიონიდან იყო.
რაც შეეხება ფერანს, ლა ლიგის მიმდინარე სეზონში მან 3 გოლსა და 2 ასისტს მოუყარა თავი.