RMC Sport-ის ეთერში ხვიჩა კვარაცხელიას თამაში ისევ განხილვის თემად იქცა — ფრანგმა ჟურნალისტებმა დანიელ რიოლომ და ვალიდ აშერშურმა ქართველ შემტევზე მწვავე კომენტარებით ისაუბრეს.
შეგახსემენებთ, გასულ ტურში კვარამ „ლიონის“ წინააღმდეგ მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა და პსჟ-ს 3:2 გამარჯვებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა, თუმცა ფრანგულ მედიაში მისი ფორმით მაინც უკმაყოფილონი დარჩნენ.
დანიელ რიოლო (RMC Sport): „ლუის ენრიკეს სერიოზული საუბარი ექნება რამდენიმე ფეხბურთელთან. კვარაცხელია ერთ-ერთია მათ შორის. ახლა ის პერიოდი მოდის, როცა გუნდმა მაქსიმალური კონცენტრაცია უნდა აჩვენოს, და მანაც უნდა გააცნობიეროს ეს.“
ვალიდ აშერშური: „კვარაცხელია უდავოდ ნიჭიერია — მომწონს მისი ინტენსივობა და თამაშის ხედვა, მაგრამ მგონია, რომ ნაპოლის დროინდელი ფორმიდან შორსაა, თითქოს იმ პერიოდში რაც ჰქონდა, იმ კვარადან ახლა მხოლოდ ჩრდილი დარჩა, ის სეზონის დასაწყისში თითქოს ენერგიით სავსე იყო, მაგრამ ახლა ისე ჩანს, თითქოს ლიგა 1 დიდად არ აღელვებს."
"ლიონის წინააღმდეგ გოლი გაიტანა, მაგრამ სხვა მხრივ მოედანზე ძალიან მცირე გავლენა ჰქონდა.
ისეთი დონის ფეხბურთელისგან, როგორიც კვარაცხელიაა, გაცილებით მეტი უნდა მოვითხოვოთ.“
მიმდინარე სეზონში ხვიჩამ ლიგა 1-ში 10 მატჩი ჩაატარა, სადაც 1 გოლი და 2 საგოლე პასი მიითვალა.
ყველა ტურნირზე კი 14 შეხვედრაში 3 გოლითა და 3 ასისტით გამოირჩევა.
ახლა ქართველი ვარსკვლავი თბილისში დაბრუნდა — ის საქართველოს ნაკრებთან ერთად ბულგარეთსა და ესპანეთს დაუპირისპირდება.
აღსანიშნავია, რომ კვარაცხელიამ ევროპის ტოპ-ლიგებში 33 გოლით ყველა დროის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა ქართველ ფეხბურთელებს შორის, გადაუსწრო ლევან კობიაშვილსა და ალექსანდრე იაშვილს.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ
