მოლაპარაკებები მიმდინარეობს - რას გეგმავს პსჟ ლუის ენრიკესთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს - რას გეგმავს პსჟ ლუის ენრიკესთან » Footballnews მოლაპარაკებები მიმდინარეობს - რას გეგმავს პსჟ ლუის ენრიკესთან
გათიშვა

მოლაპარაკებები მიმდინარეობს - რას გეგმავს პსჟ ლუის ენრიკესთან

მოლაპარაკებები მიმდინარეობს - რას გეგმავს პსჟ ლუის ენრიკესთან
4 საათის და 22 წუთის წინ
ნიკა მშვილდაძე

პარის სენ-ჟერმენის მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე კლუბში მეოთხე სეზონისთვის ემზადება.

L'Équipe-ის ინფორმაციით, ესპანელი სპეციალისტი ამჟამად ლიგა 1-ის ყველაზე ხანგრძლივად მომუშავე მოქმედი მთავარი მწვრთნელია. მას საფრანგეთის ჩემპიონატში პსჟ-ს სათავეში უკვე 102 მატჩი აქვს ჩატარებული.

ენრიკემ კრისტოფ გალტიე 2023 წელს შეცვალა და მას შემდეგ კლუბის ხელმძღვანელობის სრული ნდობით სარგებლობს. გამოცემის ცნობით, მან შეძლო საკუთარი ხედვის შესაბამისი გუნდის ჩამოყალიბება და პსჟ-სთვის გამორჩეული სათამაშო სტილის შექმნა, რაც კლუბის ისტორიაში პირველი ჩემპიონთა ლიგის ორი ტიტულით დაჯილდოვდა.

ლუის ენრიკეს მოქმედი კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს პარიზულ კლუბთან, თუმცა ბოლო თვეებში მხარეებმა 2030 წლამდე თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმებასაც მიაღწიეს. მიუხედავად ამისა, ახალი ხელშეკრულება ოფიციალურად ჯერ კიდევ არ გამოცხადებულა.


FACEBOOK კომენტარები