The Athletic-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "ლივერპული" ვირჯილ ვან დაიკს ახალ კონტრაქტს სთავაზობს. "წითლებს" სურთ, რომ ნიდერლანდელის კარიერა "ენფილდზე" მინიმუმ მომავალ სეზონშიც გაგრძელდეს.
33 წლის ცენტრალური მცველი, რომლის ამჟამინდელი ხელშეკრულებაც 2025 წლის ივნისში იწურება, მოჰამედ სალაჰთან და ტრენტ ალექსანდერ-არნოლდთან იმ მოთამაშეთა სიაშია, რომელთა შენარჩუნებაც "ლივერპულს" ამჯამად სურს.
მავდროულად, მოჰამედ სალაჰი ამბობს, რომ კლუბისგან ამ საკითხზე მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა, თუმცა, სავარაუდოდ, ვირჯილის შემდეგ, ამ თემის განხილვას "ლივერპული" სწორედ ეგვიპტელთან დაიწყებს.
ამ ეტაპზე უცნობია, თუ რა ვადით სურს მერსესაიდულ გრანდს ვან დაიკის ხელშეკრულების გახანგრძლივება. ივარაუდება, რომ ამ საკითხის შესახებ დეტალები იანვრის თვეში გახდება ცნობილი.