როგორც მოგეხსენებათ, ფრანგული "ლილის" კანადელი თავდამსხმელი, ჯონათან დავიდი "ბარსელონას" ერთ-ერთ სატრანსფერო სამიზნედ განიხილება.
ამასთან დაკავშირებით დღეს Caughtoffice-მა დაწერა. სტატიაში ვკითხულობთ, რომ 24 წლის ფორვარდს გული უფრო ინგლისის პრემიერ ლიგისკენ მიუწევს, ვიდრე "ბლაუგრანასკენ".
"მასტიფების" ბომბარდირს ლონდონის "არსენალსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" უკავშირებენ.
შეგახსენებთ, რომ კანადელს "ლილთან" კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება. მაშასადამე, მისი დამატება თავისუფალი აგენტის სტატუსით იქნება შესაძლებელი.
მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 23 მატჩში დავიდმა 17 გოლი და 3 ასისტი მიითვალა.