გათიშვა

ჩეხ ქომაგს თავისი გუნდის სჯეროდა - რა ფსონი განათავსა მან

ჩეხ ქომაგს თავისი გუნდის სჯეროდა - რა ფსონი განათავსა მან
3 თვის და 2 კვირის წინ
ალექსანდრე გავაშელი

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის B დივიზიონის პირველი ჯგუფის პირველ ტურში ჩეხეთის ეროვნულ გუნდს 4:1 მოუგო. ჩეხების კარი ხვიჩა კვარაცხელიამ, გიორგი ჩაკვეტაძემ, გიორგი მიქაუტაძემ და გიორგი ქოჩორაშვილმა აიღეს, სტუმრების ერთადერთი გოლი კი ლუკას კალვახის ანგარიშზეა.

არადა, მატჩამდე ჩეხები საკმაოდ დიდ გულზე იყვნენ. იხსენებდნენ ევრო 2024-ზე გამართულ შეხვედრას, სადაც ისინი მართლაც ფლობდნენ უპირატესობას, თუმცა რეზულტატში ეს ვერ ასახეს და ქულით მოუწიათ დაკმაყოფილება.

გვახსოვს "ჰოფენჰაიმის" ჩეხი მცველის, რობინ ჰრანაჩის მიერ ახლახანს გაკეთებული განცხადებაც, რომ ჰამბურგში გამართული მატჩი მათ 4:1 უნდა მოეგოთ.

ბუნებრივია, ეს თავდაჯერებულობა ჩეხ გულშემატკივარზეც აისახა. ერთ-ერთმა მათგანმა თავისი გუნდის რწმენით გამდიდრებაც განიზრახა და ჩეხების გამარჯვებაზე ფსონად 1700 ევრო განათავსა, რაც დაახლოებით, 5000 ლარის ექვივალენტია.

გამარჯვების შემთხვევაში, რისკიანი გულშემატკივარი 3900 ევროზე მეტს მოიგებდა, თუმცა, საბოლოო ჯამში, მოვლენები სრულიად სხვა სცენარით განვითარდა.

FACEBOOK კომენტარები