ევრო 2024 საქართველოს ნაკრებისთვის ოქროს ასოებით დაწერილი, თუმცა უკვე მაინც გადაშლილი ფურცელია. შემდეგი დიდი სანაკრებო ფორუმი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატია, სადაც მოხვედრის ამბიციაც "ჯვაროსნებს" აუცილებლად ექნებათ. ცხადია, საინტერესო უნდა იყოს, თუ რა გზებით შეიძლება ამ მიზნის მიღწევა.
უპირველეს ყოვლისა, უნდა შეგახსენოთ, რომ 2026 წლის მუნდიალი ახალი, 48-გუნდიანი ფორმატით ჩატარდება. ტურნირზე მონაწილე ევროპული ნაკრებების რიცხვი 13-დან 16-მდე იზრდება.
ფორმატის ცვლილება ეხება შესარჩევ ეტაპსაც. თუ საკვალიფიკაციო სტადიაზე ადრე 10 ჯგუფი დგებოდა, სადაც 5 ან 6 გუნდი იყო განაწილებული, ახლა 12 ჯგუფს ვიხილავთ 4-5 მონაწილით. პირველადგილოსნები აშშ-კანადა-მექსიკის საგზურს პირდაპირ მიიღებენ, ხოლო მეორეადგილოსნებს ფლეი ოფში მოუწევთ გადასვლა.
12 მეორეადგილოსანს ფლეი ოფში 4 ნაკრები დაემატება ერთა ლიგის გზით.
ეს 4 ნაკრები ერთა ლიგის საერთო რეიტინგით იქნება შერჩეული. ვინაიდან საქართველოს ნაკრები B დივიზიონშია განმწესებული, თუ ფლეი ოფში ერთა ლიგის გზით გვინდა გასვლა, უნდა ვისურვოთ, რომ A დივიზიონის ჯგუფების გამარჯვებულებმა კლასიკური შესარჩევი ეტაპის ჯგუფებში პირველი ან მეორე ადგილები დაიკავონ, ხოლო B დივიზიონის ჯგუფების პირველადგილოსნებს შორის საუკეთესო შედეგი სწორედ "ჯვაროსნებმა" აჩვენონ.
ფლეი ოფის მონაწილე 16 გუნდი 4-4-ად დაიყოფა. ოთხეულები ერთმანეთში ნახევარფინალურ და ფინალურ მატჩებს გაითამაშებენ, ოთხეულების გამარჯვებულები კი უკვე საბოლოო ბრძოლაში დაუპირისპირდებიან, რომელიც კვლავ 2 ნახევარფინალისა და ფინალის ფორმატით შედგება.
აქვე შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის B დივიზიონში საქართველოს ნაკრები პირველ ჯგუფშია მოხვედრილი. იქ ვილი სანიოლის შეგირდები ჩეხეთის, უკრაინისა და ალბანეთის ეროვნულ გუნდებს შეხვდებიან. ტურნირი სექტემბერში დაიწყება.
რაც შეეხება 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს, ჯგუფებში გუნდებს 2024 წლის დეკემბერში გასამართი კენჭისყრით გადაანაწილებენ. შესარჩევის მატჩები 2025 წლის მარტში აიღებს სტარტს.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ