"ნაპოლის" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, რუდი გარსიამ, წინასასეზონო შეკრების დაწყებასთან დაკავშირებით, პრესკონფერენცია გამართა.
ფრანგმა სპეციალისტმა გუნდის სატრანსფერო გეგმებისა და "პარტენოპეის" ვარსკვლავურ ტანდემს, ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის შესახებ ისაუბრა.
"პრეზიდენტის ამბიციები მომწონს. ჩვენ ისეთივე ძლიერი გუნდი გვეყოლება, როგორც შარშან გვყავდა. მიზანი შემადგენლობის ყველა სხვა წევრის შენარჩუნებაა, რადგან კიმმა დაგვტოვა. იქიდან გამომდინარე, რომ ახალგაზრდების გამოცდა მსურს, შეკრებაზე ბევრი ახალგაზრდა მოვიწვიე. იმედი მაქვს, ერთს მაინც ვიპოვი ისეთს, ვისაც გუნდში დარჩენა შეეძლება.
ოსიმენს ვესაუბრე. გარწმუნებთ, რომ ჩვენთან ბედნიერად გრძნობს თავს, დარჩენა და დიდი მიზნების შესასრულებლად ბრძოლა უნდა.
ცხადია, ოსიმენთან და კვარასთან მუშაობის პერსპექტივა მახარებს. ინდივიდებს გოლები და საგოლე პასები გამოარჩევთ, მაგრამ ამის გაკეთება იმიტომ შეუძლიათ, რომ ბურთი მისდით. მთავარია გუნდი და არა ინდივიდუალისტები. ვიმედოვნებ, ისინი გააგრძელებენ მოედანზე განსხვავების შექმნას, თუმცა მე ყურადღებას მთელ ჯგუფს ვაქცევ.
მხოლოდ კვარა და ოსიმენი არ არიან მნიშვნელოვნები - ჩემს გეგმებში რასპადორიც შედის, სიმეონეც, ელმასიც, და პოლიტანოც," - თქვა გარსიამ.
შეგახსენებთ, რომ "ნაპოლის" პრესეზონი უკვე დაიწყო. ხვიჩა და სხვა ფეხბურთელები, რომლებმაც ივნისის სანაკრებო მატჩებში მიიღეს მონაწილეობა, გუნდს მომდევნო კვირაში შეუერთდებიან.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ