Corriere dello Sport ხვიჩა კვარაცხელიას ახალი კონტრაქტთან დაკავშირებული საგის შესახებ დამატებით ცნობით ავრცელებს.
იტალიური გამოცემა იუწყება, რომ "ნაპოლის" ვარსკვლავის აგენტი საქართველოში დაბრუნდა. მხარეებს შორის რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა.
CDS-ის თქმით, მამუკა ჯუღელი კვირების განმავლობაში ელოდა "პარტენოპეის" პრეზიდენტ, აურელიო დე ლაურენტისთან შეხვედრას, მაგრამ მისი სურვილი არ დაკმაყოფილდა. ამის მიზეზი თავად დე ლაურენტისის პოზიციაა - იგი ჯუღელის მოთხოვნებს მიუღებლად მიიჩნევს.
"ჯუღელი ნეაპოლში დე ლაურენტისთან მოლაპარაკების მიზნით ჩავიდა. ხვიჩას აგენტი წელიწადში 5 მილიონ ევროსა და ბონუსებს ითხოვდა, "ნაპოლი" კი მხოლოდ 3.5 მილიონ ევროს იხდიდა.
აგენტი ახლა საქართველოშია," - წერს Corriere dello Sport.
შეგახსენებთ, რომ "ნაპოლიმ" ხვიჩას აგენტთან რაიმე მოლაპარაკებების წარმოება ოფიციალური განცხადებით უარყო.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ