გათიშვა

ბრწყინვალე ამბავი "ნაპოლისთვის" სანაკრებო შესვენების შემდეგ

ბრწყინვალე ამბავი "ნაპოლისთვის" სანაკრებო შესვენების შემდეგ
1 წლის და 1 თვის წინ
ირაკლი ხასაია

სანაკრებო პაუზა წუხელ გამართული მატჩებით დასრულდა. ახლა ის ფეხბურთელები, რომლებიც ეროვნულ ნაკრებებში იყვნენ გამოძახებულნი, თავიანთ კლუბებს დაუბრუნდებიან და მომდევნო შეხვედრებისთვის დაიწყებენ მზადებას.

ცხადია, ფეხბურთელები უბრუნდებიან იტალიურ "ნაპოლისაც", სადაც მათ ახალი მთავარი მწვრთნელი, ვალტერ მაცარი ხვდებათ.

"პარტენოპეის" დღეს მატეო ოლივეირა, ჯაკომო რასპადორი, ჯოვანი დი ლორენცო, მატეო პოლიტანო და ელიფ ელმასი შეუერთდნენ. მათ გუნდური სესიის ნაწილში მიიღეს მონაწილეობა, შემდეგ კი მოედანზე ინდივიდუალურად ივარჯიშეს.

"ნაპოლის" ქომაგთათვის ყველაზე სასიხარულო ის უნდა იყოს, რომ მწყობრში დგება გუნდის ნიგერიელი ცენტრფორვარდი, ვიქტორ ოსიმენმა.

ოსიმენმა დღეს გუნდური სავარჯიშო სესიის ძირითად ნაწილში იმონაწილევა, შემდეგ კი სავარჯიშო დარბაზში დაიტვირთა. ასე მოიქცნენ ალექს მერეტი და პიოტრ ჟელინსკი.

შეგახსენებთ, რომ მომდევნო მატჩი "პარტენოპეის" 25 ნოემბერს, ბერგამოს "ატალანტას" წინააღმდეგ ელის. "ლა დეას" ნეაპოლელები თბილისის დროით 21 საათიდან დაუპირისპირდებიან.

FACEBOOK კომენტარები
გირჩევთ