"ამ მიზეზის გამო ვეჩხუბე იამალს და ვუთხარი..." - ქოჩორა კონფლიქტზე "ამ მიზეზის გამო ვეჩხუბე იამალს და ვუთხარი..." - ქოჩორა კონფლიქტზე » Footballnews "ამ მიზეზის გამო ვეჩხუბე იამალს და ვუთხარი..." - ქოჩორა კონფლიქტზე
გათიშვა

"ამ მიზეზის გამო ვეჩხუბე იამალს და ვუთხარი..." - ქოჩორა კონფლიქტზე

"ამ მიზეზის გამო ვეჩხუბე იამალს და ვუთხარი..." - ქოჩორა კონფლიქტზე
1 საათის და 15 წუთის წინ
გიორგი სოხაძე

„სევილიას“ ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი ქოჩორაშვილმა „ბარსელონასთან“ მატჩის (1:3) შემდეგ ისაუბრა.

როგორც მან თქვა, ამაყობს თავისი გუნდით. ასევე, კომენტარი გააკეთა ლამინ იამალთან კამათზე:

„ძალიან ვამაყობ გუნდით. ბოლომდე ვიბრძოლეთ, თუმცა ძლიერი მეტოქე გვყავდა. ეს ვიცოდით, მაგრამ გუნდმა თავიდანვე ღირსეულად იასპარეზა. მეორე ტაიმში საქმე ცოტა უფრო გართულდა.

ვიცოდით, რომ პირველ ტაიმში დაცვაში თამაში მოგვიწევდა, მაგრამ ასევე გვექნებოდა მომენტებიც. სწორედ ამ ამბიციაზე საუბრობდა მწვრთნელი გასახდელში: არავისი უნდა გვეშინოდეს, პატივი კი უნდა ვცეთ. ბოლოს და ბოლოს, ისინი მსოფლიო დონის ფეხბურთელები არიან, ზოგიერთ მათგანს მსოფლიოს ჩემპიონატიც კი აქვს მოგებული და ისინი საუკეთესონი არიან. იამალთან კამათი? მისი ჟესტი არ მომეწონა და ეს ვუთხარი, მსაჯმაც მიუთითა ამაზე.

ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მათ, ვინც ნაკრებებში მიდიან, კარგი სამუშაო გასწიონ, ხოლო მათ, ვინც კლუბში რჩებიან, იგივე გააკეთონ. ბრძოლა უნდა განვაგრძოთ და მოედანზე თავი არ უნდა დავზოგოთ. მაქსიმუმი უნდა გავიღოთ როგორც თამაშებში, ისე ვარჯიშებზე. სწორედ ვარჯიშებიდან იწყება მატჩების მოგება“, - თქვა ქოჩორაშვილმა.

გირჩევთ