იტალიაში დიდი სომხური ისტორია იწყება - მორიგი სომეხი ფეხბურთელი მსოფლიო გრანდში იტალიაში დიდი სომხური ისტორია იწყება - მორიგი სომეხი ფეხბურთელი მსოფლიო გრანდში » Footballnews იტალიაში დიდი სომხური ისტორია იწყება - მორიგი სომეხი ფეხბურთელი მსოფლიო გრანდში
გათიშვა

იტალიაში დიდი სომხური ისტორია იწყება - მორიგი სომეხი ფეხბურთელი მსოფლიო გრანდში

იტალიაში დიდი სომხური ისტორია იწყება - მორიგი სომეხი ფეხბურთელი მსოფლიო გრანდში
4 საათის და 9 წუთის წინ
გიორგი სოხაძე

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "კრასნოდარისა“ და სომხეთის ნაკრების ნახევარმცველი ედუარდ სპერციანს მილანის ინტერი აკვირდება.

როგორც იწერება, შესაძლოა ტრანსფერი იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზევე შედგეს.

ამასთან დაკავშირებით საფეხბურთო კომენტატორებმა კონსტანტინ გენიჩმა და ნობელ არუსტამიანმა ისაუბრეს:

არუსტამიანი: რა შეიძლება ზამთარში „კრასნოდარში“ მოხდეს? არაფერი. ყველა ლიდერს შეინარჩუნებენ. 

გენიჩი: თუ ედიკზე რაიმე სუპერწინადადება არ მიიღეს.

არუსტამიანი: არ მგონია ჩემპიონატის დასრულებამდე 10 ტურით ადრე გალიცკიმ გაყიდოს, როდესაც მეორედ აქვთ ოქროს მედლების მოგების შესაძლებლობა.თან გუნდის კაპიტანია, ქალაქის გმირი. 

გენიჩი: მისმინე, თუ, მაგალითად, შეთავაზება „ინტერისგან“ ან მადრიდის „ატლეტიკოსგან“ იქნება?

არუსტამიანი: ზამთარში ეს ნაკლებად წარმოსადგენია. გალიცკი 12 ან 10 მილიონ ევროდ არ გაყიდის, გესმის? 

გენიჩი: მართალია, საფონოვზე ნაკლებად არ შეაფასებს.

არუსტამიანი: ამიტომ ამის ძალიან არ მჯერა, თუმცა ყველაფერი შეიძლება მოხდეს, შენ მართალი ხარ.

FACEBOOK კომენტარები