"სპალეტი ილდიზიდან ახალ კვარაცხელიას შექმნის" - რა განცხადება გაკეთდა მედიაში "სპალეტი ილდიზიდან ახალ კვარაცხელიას შექმნის" - რა განცხადება გაკეთდა მედიაში » Footballnews "სპალეტი ილდიზიდან ახალ კვარაცხელიას შექმნის" - რა განცხადება გაკეთდა მედიაში
გათიშვა

"სპალეტი ილდიზიდან ახალ კვარაცხელიას შექმნის" - რა განცხადება გაკეთდა მედიაში

"სპალეტი ილდიზიდან ახალ კვარაცხელიას შექმნის" - რა განცხადება გაკეთდა მედიაში
5 დღის და 12 საათის წინ
გიორგი არახამია

იტალიელმა ფეხბურთის სპეციალისტმა ვალტერ საბატინიმ ლუჩანო სპალეტის "იუვენტუსში" დანიშვნაზე ისაუბრა.

საბატინის აზრით, „ბიანკონერის“ სწორედ ისეთი მწვრთნელი სჭირდებოდა, რომელსაც შეუძლია კლუბის სტილი და ენერგია შეცვალოს. 

„სპალეტი ნამდვილი ინოვატორია. ის გუნდს ახალ სიცოცხლეს ჩაუსახავს. დარწმუნებული ვარ, იუვე მალე ძველ დიდებას დაუბრუნდება,“ — აცხადებს ვეტერანი მენეჯერი.

მისივე თქმით, სპალეტის ხელში ქენან ილდიზი შესაძლოა იმავე დონემდე მივიდეს, რაც ხვიჩა კვარაცხელიამ ნაპოლიში აჩვენა:

„ილდიზს განსაკუთრებული ნიჭი აქვს, მაგრამ სპალეტის ხელმძღვანელობით შეუძლია ახალი კვარაცხელია გახდეს — ფეხბურთელი, რომელიც საკუთარ გუნდს ტიტულებისკენ წაიყვანს." 

"ხვიჩამ ნაპოლის თამაში შეცვალა, იგივე შეუძლია ქენანს იუვენტუსში.“

აღსანიშნავია, რომ იუვენტუსი და სპალეტი კონტრაქტის დეტალებზე თითქმის შეთანხმდნენ. 66 წლის სპეციალისტი უახლოეს დღეებში ტურინში ჩაფრინდება.




FACEBOOK კომენტარები