"ალისონის გარეშე ლივერპული საკუთარ თავს არ ჰგავს“ — პენანტის გულწრფელი აღიარება ბრაზილიელ მეკარეზე  "ალისონის გარეშე ლივერპული საკუთარ თავს არ ჰგავს“ — პენანტის გულწრფელი აღიარება ბრაზილიელ მეკარეზე  » Footballnews "ალისონის გარეშე ლივერპული საკუთარ თავს არ ჰგავს“ — პენანტის გულწრფელი აღიარება ბრაზილიელ მეკარეზე 
გათიშვა

"ალისონის გარეშე ლივერპული საკუთარ თავს არ ჰგავს“ — პენანტის გულწრფელი აღიარება ბრაზილიელ მეკარეზე 

"ალისონის გარეშე ლივერპული საკუთარ თავს არ ჰგავს“ — პენანტის გულწრფელი აღიარება ბრაზილიელ მეკარეზე 
3 საათის და 58 წუთის წინ
გიორგი არახამია

„ლივერპულისა“ და „არსენალის“ ყოფილი ფეხბურთელი ჯერმეინ პენანტი თვლის, რომ არნე სლოტის გუნდის ბოლო პრობლემების მთავარი მიზეზი ალისონ ბეკერის არყოფნაა.

პენანტის თქმით, ბრაზილიელი მეკარე მხოლოდ დაცვით სიძლიერეს კი არ აძლევს გუნდს, არამედ თავდაჯერებასაც, რაც „მერსისაიდელთა“ თამაშზე დიდ გავლენას ახდენს.

"ვერც კი წარმოგიდგენიათ, როგორ გვჭირდება ახლა ალისონი. მის გარეშე ლივერპული საკუთარ თავს არ ჰგავს. 

"ბრენტფორდის" მეორე გოლის ეპიზოდში, ბრაზილიელს ბურთი სახიფათო ზონიდან მოშორებული ექნებოდა. 

"მასზე პრესინგი ვერავითარ გავლენას ვერ ახდენს და მცველებიც უფრო მშვიდად არიან. 

|დარწმუნებული ვარ, "ლივერპულის" წარუმატებელი პერიოდი ალისონის დაბრუნების შემდეგ დასრულდება", - განაცხადა პენანტმა.

შეგახსენებთ, რომ ალისონმა დაზიანება „გალათასარაისთან“ ჩემპიონთა ლიგის მატჩში მიიღო და სავარაუდოდ, მინდორზე ნოემბრის სანაკრებო პაუზის შემდეგ დაბრუნდება.

FACEBOOK კომენტარები