სერია ა-ს გასულ ტურში "ნაპოლიმ" "ტორინო" ანაგრიშით 2:0 დაამარცხა და ჩემპიონობისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.
"პარტენოპეი" ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტურით ადრე მეორეადგილოსან "ინტერს" 3 ქულით უსწრებს.
მატჩის შემდეგ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ მედიასთან კომენტარი გააკეთა:
"ოთხი ნაბიჯი დარჩა. პროგრესი გვაქვს, მაგრამ ჯერ კიდევ გრძელი გზაა გასავლელი. დღევანდელი გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო და ამას დიდი შრომით მივაღწიეთ. გუნდი სახლში თავის გულშემატკივრებთან ერთად თავის ძალას კიდევ უფრო აცნობიერებს და ასეთი სტადიონის თვალწინ თამაში კიდევ უფრო ადვილი ხდება.
რა თქმა უნდა, ბევრი ვიშრომეთ და ეს ყველაფერი ჩვენი შრომის შედეგია. ვფიქრობ, ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა მომავალ სეზონში ჩვენთვის მათემატიკური ფაქტია, რაც შესანიშნავია იმის გათვალისწინებით, თუ საიდან დავიწყეთ. ვფიქრობ, ჩვენთვის სკუდეტოს მოპოვება სასწაულის ტოლფასი იქნება", - თქვა კონტემ.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ
