ოფიციალურად დადასტურდა, რომ კევინ დე ბრუინი კარიერას "ნაპოლიში" გააგრძელებს.
ბელგიელმა ფეხბურთელმა "პარტენოპეისთან" 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
აურელიო დე ლაურენტისმა კევინს საკმაოდ სარფიანი კონტრაქტი შესთავაზა.
როგორც მედიაში იწერება, ამ დროის განმავლობაში დე ბრუინი გასამრჯელოს სახით 17 მილიონ ევროს მიიღებს.
პირველ 2 სეზონში ბელიგელი 6-6 მილიონს მიიღებს, მესამე სეზონში კი 5 მილიონ ევროს.
აქვე შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ხელფასი "ნაპოლიშ" 1,5 მილიონი ევრო იყო.