მას შემდეგ, რაც ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლი" დატოვა, კლუბი მისი შემცვლელის პოვნას აქტიურად შეუდგა.
აღნიშნულ საკითხზე საფეხბურთო ექსპერტმა ენრიკო ფედელემ რადიო Marte-ს ეთერში ისაუბრა.
"კვარაცხელიას შემცვლელი? მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს, იგივეს ვიტყვი ნერესზე, მას ხვიჩა მარცხენა ფლანგზე უნდა შეეცვალა, თუმცა იმისათვის, რათა გოლი გაიტანოს, მარჯვნივ თამაში სჭირდება.
"ეს იმას ნიშნავს, რომ პოლიტანოს სამოქმედო სივრცეს შეუზღუდავს. მატეო კი ანგისასთან და დი ლორენცოსთან ერთად ფრთაზე ძლიერ კავშირს ამყარებს. ის ადრე ცენტრში ირჯებოდა, ხოლო შემდეგ გარემარბის პოზიციაზე გადაინაცვლა და ახალი კალეხონი გახდა“, - თქვა ფედელემ.