იტალიური გამოცემა, "Football Italia" "ნაპოლის" კაპიტნის, ჯოვანი დი ლორენცოს მომვალის შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს.
წყაროს ცნობით, შესაძლოა 30 წლის მცველი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "მილანში" გადაბარგდეს.
ასევე სხვა გამოცემები იტყობინებიან, რომ ამ ტრანსფერი ალბათობა ძალიან მცირეა.
მაგრამ "SpazioNapoli" რომელიც გავლენიანი წყაროა, წერს რომ არ არის გამორიცხული 5-წლის შემდეგ ჯოვანიმ "პარტენოპეი" დატოვოს.
ცნობისთვის, ტრანსფერის სავარაუდო თანხად 25-30 მილიონი ევრო სახელდება.