იტალიურმა გამოცემა "CalcioMercato"-მ "ნაპოლის" შესახებ ახალი ინფორმაცია გაავრცელა.
წყაროს ცნობით, ვიქტორე ოსიმენი ზაფხულში "პარტენოპეის" რიგებს უდიდესი ალბათობით დატოვებს.
როგორც იწერება, რეალური შანსია იმისა, რომ ნეაპოლელებმა ნიგერიელის სანაცვლოდ 130 მილიონ ევრომდე გამოუმუშავონ.
ბუნებრივია, საინტერესო კითხვაა, თუ ვინ შეცვლის 25 წლის თავდამსხმელს.
გამოცემა წერს, რომ ერთ-ერთ ვატიანტად "ლილის" ფორვარდი, ჯონათან დევიდი განიხილება.
აქვე უნდა ვთქვათ ისიც, რომ კანდელის გამოსასყიდი თანხა 40 მილიონი ევროა და მას ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი 2025 წელს ეწურება.
ასე და ამგვარად, საინტერესოა, თუ ვის დაიმატებს "ნაპოლი" ზაფხულში.