"პარის სენ-ჟერმენისა" და "არსენალის" მატჩის წინ, ლუის ენრიკემ მედიასთან პრესკონფერენცია გამართა.
"ვფიქრობ, მომენტები, როცა წნეხის ქვეშ ვიქნებით ან პირიქით, როცა ბურთი არ გვექნება, როცა ბურთის კონტროლი დაგჭირდება. მთავარია, ვიცოდეთ, როგორ ვმართოთ და გავუმკლავდეთ სხვადასხვა სიტუაციას.
"არსენალი საუკეთესო გუნდია, სადაც მწვრთნელი დიდი ხანია მუშაობს და შესანიშნავად. ოთხივე ნახევარფინალისტი იმსახურებს აქ ყოფნას, მაგრამ ყველას შეუძლია ჰქონდეს თავისი უპირატესობები.
"ვიცით, რა რთულია არსენალთან თამაში, ეს დიდი ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს. ცხადია, მე ჩემი გუნდი უფრო მომწონს", - თქვა ენრიკემ.