მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჯალუიჯი დონარუმა ამ ზაფხულს პარი სენ-ჟერმენს დატოვებს.
იტალიელი და კლუბი კონტრაქტის განახლების თაობაზე ვერ თანხმდებიან.
ფეხბურთელს პსჟ-სთან კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, რაც იმანს ნიშნავს, რომ თუ ის ახლა არ გაიყიდა, უდიდესი ალბათობით ის კლუბს მომავალ წელს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს, რაც, ლოგიკურია, პსჟ-ს არ აწყობს.
როგორც იწერება, იტალიელის დამატებით თურქული გალათასარაი ინტერესდება.
ისინი ჯალუიჯის კონტრაქტს 2035 წლამდე სთავაზობენ, ხელფასი კი წლიურად 25 მილიონი ევრო იქნება.
აღსანიშნავია, რომ ის პსჟ-შ წლიურად 10 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
ასევე სახსენებელია, რომ პარიზულმა გუნდმა ლილიდან ლუკა შევალიე 40 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაიმატა.
ამხსელა ფულს კი ისინი მეორე მეკარისთვის არ გადაიხდიდნენ, რაც დონარუმას წასვლის ეჭვებს ამყარებს.
ცნობისთვის, შევალიე ლიგა 1-ის გასული წლის საუკეთესო მეკარედ დასახელდა.
უნდა ვივარაუდოთ, რომ ახალი სეზონიდან პსჟ-ს კარს სწორედ ფრანგი კიპერი დაიცავს, დონარუმა კი კარიერას თურქეთში გააგრძელებს, სადაც მას ვიქტორ ოსიმენი დახვდება.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ
