პარი სენ-ჟერმენის ლეგენდად წოდებულმა, ხავიერ პასტორემ ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუ ჩაწერა.
მან თანამედროვე ფეხბურთში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ახალგაზრდა მოთამაშეებს დიდ ფულს არ უნდა უხდიდნენ.
"რთულია იმის თქმა, რა უნდა შეიცვალოს თანამედროვე ფეხბურთში. ჩვენ, ყოფილი ფეხბურთელები მუდმივად ვავლებთ პარალელებს წარსულთან და ვამბობთ, რომ ჩვენ დროს ესა თუ ის პრობლემა სხვანაირად გვარდებოდა. ეს არასწორი მიდგომაა - სამყარო იცვლება ამ ცვლილებებს ფეხი უნდა აუწყო.
თუმცა გამოვყოფ ერთ რამეს, რაც თანამედროვე სპორტში ძალიან არ მომწონს: ახალგაზრდა ფეხბურთელებს ძალიან დიდი ხელფასები აქვთ. როდესაც ახალგაზრდა ასაკში დიდი ფული გაქვს, კარგავ სიყვარულს სპორტის მიმართ. თუ 18-19 წლის ბიჭს წელიწადში 10 მილიონი ევრო აქვს, როგორ დააყენებს ის პირველ პლანზე ფეხბურთისადმი სიყვარულს?
ასეთ დროს მნიშვნელოვანია, მჭიდრო კავშირი შეინარჩუნო ახლობელ ადამიანებთან. შენს ცხოვრებაში გამოჩნდება ხალხი, რომელიც ისაუბრებს ინვესტიციებზე და ბიზნეს იდეებზე, ფეხბურთი კი საერთოდ აღარ გახსენდება“, - განაცხადა ყოფილმა არგენტინელმა ფეხბურთელმა.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ