"პარის სენ-ჟერმენმა" ხვიჩასთან ერთად ისტორიული რეკორდი დაამყარა "პარის სენ-ჟერმენმა" ხვიჩასთან ერთად ისტორიული რეკორდი დაამყარა » Footballnews "პარის სენ-ჟერმენმა" ხვიჩასთან ერთად ისტორიული რეკორდი დაამყარა
გათიშვა

"პარის სენ-ჟერმენმა" ხვიჩასთან ერთად ისტორიული რეკორდი დაამყარა

"პარის სენ-ჟერმენმა" ხვიჩასთან ერთად ისტორიული რეკორდი დაამყარა
10 საათის და წუთის წინ
ნიკა მშვილდაძე

საფრანგეთის ლიგა 1-ის გასულ ტურში "პარი სენ-ჟერმენმა" სტუმრად "მეცი" 3:2 დაამარცხა. 

აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრაში პარიზელებმა ახალი რეკორდი დაამყარეს.

კერძოდ, 2025 წელს "პსჟ"-ს ყველა ტურნირზე ჩატარებულ ოფიციალურ მატჩებში უკვე 173 გოლი დაუგროვდა, რაც კლუბის ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელია. 

აქამდე რეკორდი 2017 წელს დაფიქსირდა, როცა ფრანგებმა ერთ კალენდარულ წელში 172 გოლი გაიტანეს. 

საგულისხმოა ისიც, რომ 173-დან 13 გოლი ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზეა, რომელიც "პარი სენ-ჟერმენის" წევრი 2025 წლის იანვარში გახდა.



FACEBOOK კომენტარები