"გგონიათ, რომ ყოველ წელს ყველაფერს მოვიგებთ" - ლუის ენრიკე ჟურნალისტებს გაუბრაზდა "გგონიათ, რომ ყოველ წელს ყველაფერს მოვიგებთ" - ლუის ენრიკე ჟურნალისტებს გაუბრაზდა » Footballnews "გგონიათ, რომ ყოველ წელს ყველაფერს მოვიგებთ" - ლუის ენრიკე ჟურნალისტებს გაუბრაზდა
გათიშვა

"გგონიათ, რომ ყოველ წელს ყველაფერს მოვიგებთ" - ლუის ენრიკე ჟურნალისტებს გაუბრაზდა

"გგონიათ, რომ ყოველ წელს ყველაფერს მოვიგებთ" - ლუის ენრიკე ჟურნალისტებს გაუბრაზდა
13 საათის და 35 წუთის წინ
გიორგი სოხაძე

ლიგა 1-ის მომდევნო ტურში პარი სენ-ჟერმენი ლილს დაუპირისპირდება.

მატჩის წინა დღეს ლუის ენრიკემ პრესკონფერენცია გამართა:

"თუ ჩვენს გუნდზე ეჭვები არსებობს, მაშინ სჯობს საერთოდ დავნებდეთ! შემიძლია მივიღო ეჭვები, მაგრამ მათი არ მესმის.

რა არის პრობლემა? გგონიათ, რომ ყოველ სეზონში ყველა ტიტულს მოვიგებთ? ფეხბურთი ასე არ მუშაობს.

უნდა დავაფასოთ ის, რაც გავაკეთეთ და ის ტიტულები, რომლებიც მოვიგეთ. ამ პარასკევს დიდებულ გუნდს ვეთამაშებით.

ხან კარგად ვთამაშობთ, ხან ნაკლებად, ეს მატჩზეა დამოკიდებული, მაგრამ უნდა ვაჩვენოთ, რომ იგივე გუნდი ვართ, რაც გასულ სეზონში", - თქვა ენრიკემ.


FACEBOOK კომენტარები