"მუშაობას კვლავ განვაგრძობთ. გვექნება იგივე მიდგომა" - ლუის ენრიკეს პასუხი ჟურნალისტებს "მუშაობას კვლავ განვაგრძობთ. გვექნება იგივე მიდგომა" - ლუის ენრიკეს პასუხი ჟურნალისტებს » Footballnews "მუშაობას კვლავ განვაგრძობთ. გვექნება იგივე მიდგომა" - ლუის ენრიკეს პასუხი ჟურნალისტებს
გათიშვა

"მუშაობას კვლავ განვაგრძობთ. გვექნება იგივე მიდგომა" - ლუის ენრიკეს პასუხი ჟურნალისტებს

"მუშაობას კვლავ განვაგრძობთ. გვექნება იგივე მიდგომა" - ლუის ენრიკეს პასუხი ჟურნალისტებს
3 საათის და 13 წუთის წინ
გიორგი სოხაძე

ჩემპიონთა ლიგის პლეი-აუტის განმეორებითი შეხვედრა, რომელიც პსჟ-მ „მონაკოსთან“ ფრედ 2:2 დაასრულა, ლუის ენრიკემ რთულ მატჩად შეაფასა, თუმცა თავისი გუნდის მებრძოლი ხასიათით კმაყოფილია. 

„ვისიამოვნე თუ არა საღამოთი? ეს მზაკვრული კითხვაა? არა. არ მიყვარს, როცა საქმე ტანჯვამდე მიდის. მაგრამ ეს ფეხბურთია. წარმოუდგენელი განრიგი გვქონდა, ფლეი-ოფში ასპარეზობა „მონაკოს“ წინააღმდეგ განვაგრძეთ, რომელიც მართლაც კარგი გუნდია. პირველ ტაიმში არაზუსტები ვიყავით, მეორეში კი თამაშს ვაკონტროლებდით. იდეალური ანგარიში იყო, მაგრამ ბოლოს გოლი გავუშვით და ამან ყველაფერი შეცვალა, სიტუაცია გააქტიურდა. თუმცა ვიცით, რომ ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად ტანჯვაა საჭირო. ჩვენ ამის ექსპერტები ვართ.

შეგვიძლია თუ არა გასული სეზონის „პსჟ“-ს დონეს დავუბრუნდეთ? ჰკითხეთ მეტოქეებს. ისინი გეტყვიან, რომ ჩვენს წინააღმდეგ თამაში ძალიან, ძალიან, ძალიან რთულია. ჩვენ იგივე უნდა გავაგრძელოთ. ნებისმიერ მეტოქესთან სათამაშოდ მზად ვართ. 

მუშაობას კვლავ განვაგრძობთ. გვექნება იგივე მიდგომა - ვეცდებით მოვიგოთ თითოეული ტურნირი, რომელშიც ვმონაწილეობთ. ამ სეზონში გამოვავლინეთ ჩვენი მდგრადობა და პრობლემების დაძლევის უნარი. ეს ტურნირი რთულია. ვიცით, რომ უნდა გავუმჯობესდეთ. შემდეგი ეტაპები რთული იქნება. წინსვლა მნიშვნელოვანია“. - განაცხადა ენრიკემ. 

შეგახსენებთ, რომ პსჟ-ს მეტოქე მეტოქე „ჩელსი“, ან „ბარსელონა“ იქნება. წილისყრა პარასკევს გაიმართება.

FACEBOOK კომენტარები