"ამის გაკეთება არასწორია, ასე რომ, ხმა უნდა ამოვიღო..." - საფონოვი მარცხის შემდეგ ალაპარაკდა "ამის გაკეთება არასწორია, ასე რომ, ხმა უნდა ამოვიღო..." - საფონოვი მარცხის შემდეგ ალაპარაკდა » Footballnews "ამის გაკეთება არასწორია, ასე რომ, ხმა უნდა ამოვიღო..." - საფონოვი მარცხის შემდეგ ალაპარაკდა
გათიშვა

"ამის გაკეთება არასწორია, ასე რომ, ხმა უნდა ამოვიღო..." - საფონოვი მარცხის შემდეგ ალაპარაკდა

"ამის გაკეთება არასწორია, ასე რომ, ხმა უნდა ამოვიღო..." - საფონოვი მარცხის შემდეგ ალაპარაკდა
3 საათის და 54 წუთის წინ
გიორგი სოხაძე

საფრანგეთის ლიგა 1-ის 25-ე ტურში "პსჟ"-მ საკუთარ მოედანზე "მონაკო" მიიღო და 1:3 დამარცხდა.

შეხვედრის შემდეგ, პარიზელთა მეკარემ, მატვეი საფონოვმა განცდილ მარცხზე კომენტარი გააკეთა:

"ვინაიდან გადავწყვიტე ჩემი აზრები მატჩების შემდეგ დამეწერა, არასწორია ამის გაკეთება მხოლოდ კომფორტულ მომენტებში. ასე რომ, აი, ჩემი მოსაზრება გუშინდელ მარცხზე.

ეს უსიამოვნოა, ძალიან უსიამოვნო. კომფორტული ლიდერობა მოვიპოვეთ და მაშინვე „ვისარგებლეთ“ შეცდომის დაშვების უფლებით. ცხადია, ეს არ არის ის, რაც გვინდოდა ან რასაც ვფიქრობდით. მაგრამ ახლა ჩვენი რეალობა ასეთია: უნდა მოვიგოთ ყველა მატჩი, არა მხოლოდ გამარჯვებულის მენტალიტეტის თვალსაზრისით, არამედ ცხრილის თვალსაზრისითაც. რეგულარულ სეზონში ჩვენთვის ყველა მატჩი ფინალია.

ჩემპიონთა ლიგაზე კი უბრალოდ ვუახლოვდებით სანუკვარ მიზანს. ასე რომ, შემდეგი ორი მატჩია „ჩელსის“ წინააღმდეგ. „11-ში შინ ვიწყებთ. ძალიან საინტერესო უნდა იყოს“, - წერს საფონოვი.

FACEBOOK კომენტარები