ვიტინიასთვის რუს კონკურნეტს ყიდულობენ - პსჟ ტრანსფერს ხურავს ვიტინიასთვის რუს კონკურნეტს ყიდულობენ - პსჟ ტრანსფერს ხურავს » Footballnews ვიტინიასთვის რუს კონკურნეტს ყიდულობენ - პსჟ ტრანსფერს ხურავს
'; } elseif (strpos($_SERVER['HTTP_USER_AGENT'], 'iPhone') !== FALSE) { echo '
'; } else { echo '
'; } ?>
გათიშვა

ვიტინიასთვის რუს კონკურნეტს ყიდულობენ - პსჟ ტრანსფერს ხურავს

ვიტინიასთვის რუს კონკურნეტს ყიდულობენ - პსჟ ტრანსფერს ხურავს
6 საათის და 7 წუთის წინ
გიორგი სოხაძე

მედიაში ხშირად ვრცელდება ინფორმაცია „ლოკომოტივის“ ნახევარმცველ ალექსეი ბატრაკოვის პსჟ-ში შესაძლო გადასვლის თაობაზე. ამაზე კომენტარი ცნობილმა რუსმა კომენტატორმა გენადი ორლოვმა გაკეთა.

„ბატრაკოვი ძალიან კარგი და პერსპექტიული ფეხბურთელია, მაგრამ პსჟ-ში ვიტინიასთან მოუწევს კონკურენცია. მათი ერთად დაყენება შეიძლება? ვიტინიასთან? ნევეშთან?

ვალერი გაზაევმა სწორად თქვა, რომ ბატრაკოვისთვის და მატვეი კისლიაკისთვის ნაადრევია ევროპულ ფეხბურთში გადასვლა. აქ მათთვის კუნთოვანი მასის მომატებაა საჭირო, რათა ბრძოლა შეძლონ. ისინი ფიზიკურად მზად არ არიან.

არ არის საჭირო ასე ადრე გამგზავრება. ამის მაგალითი არსენ ზახარიანია. და საერთოდ პსჟ-ს ინტერესზე ინფორმაცია, შესაძლოა, აგენტის „შრომის შედეგია“. როგორ გამოიყურება ძალისმიერ ბრძოლაში? კრუგოვოის როგორ ვერ დაეწია? ისე, კრუგოვოი პსჟ-ში არ თამაშობს“.

ბატრაკოვმა მაღაზიაში გადაღებული სურათი თავის ტელეგრამ-არხზე გამოაქვეყნა, რომელშიც ხელში პსჟ-ს ფორმა უჭირავს და წარწერაც დაურთო: „უბრალოდ ფოტო“.

FACEBOOK კომენტარები