“ის ჩემი საუკეთესო შენაძენია” - ალ-ხელაიფის განცხადება “ის ჩემი საუკეთესო შენაძენია” - ალ-ხელაიფის განცხადება » Footballnews “ის ჩემი საუკეთესო შენაძენია” - ალ-ხელაიფის განცხადება
გათიშვა

“ის ჩემი საუკეთესო შენაძენია” - ალ-ხელაიფის განცხადება

“ის ჩემი საუკეთესო შენაძენია” - ალ-ხელაიფის განცხადება
3 საათის და 27 წუთის წინ
გიორგი სოხაძე

პარი სენ-ჟერმენის პრეზიდენტმა, ნასერ ალ-ხელაიფიმ ერთ-ერთ ინტერვიუში ლუის ენრიკეს შესახებ ისაუბრა:

"როდესაც ენრიკე მოვიდა, პირველი 8 თვის განმავლობაში საწვრთნელი ბაზიდან არ გადიოდა. დილის 8 საათიდან საღამოს 9 საათამდე მუშაობდა, გვეგონა, რომ შეიშალა... შეგვეშინდა კიდეც.

ენრიკე ნამდვილად კლუბის საუკეთესო შენაძენი და ჩემი საუკეთესო გადაწყვეტილებაა. მის მოყვანას 15 წელი ვცდილობდი. ენრიკემ ფეხბურთში რევოლუცია მოახდინა - არა მხოლოდ პსჟ-ში, არამედ მთლიანად ფეხბურთში. მისით ძალიან ვამაყობ, ენრიკე ნამდვილად მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელია“.

FACEBOOK კომენტარები