დასახელდა მიზეზი, თუ რატომ არ იყიდა პსჟ-მ დიომანდე დასახელდა მიზეზი, თუ რატომ არ იყიდა პსჟ-მ დიომანდე » Footballnews დასახელდა მიზეზი, თუ რატომ არ იყიდა პსჟ-მ დიომანდე
გათიშვა

დასახელდა მიზეზი, თუ რატომ არ იყიდა პსჟ-მ დიომანდე

დასახელდა მიზეზი, თუ რატომ არ იყიდა პსჟ-მ დიომანდე
2 საათის და 21 წუთის წინ
ნიკა მშვილდაძე

პარის სენ-ჟერმენმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ იან დიომანდეს ტრანსფერზე მუშაობა შეწყვიტა.

პარიზულმა კლუბმა განცხადებაში აღნიშნა, რომ ფეხბურთელის სანაცვლოდ მოთხოვნილი სატრანსფერო თანხა და ხელფასი არაპროპორციულად მაღალი იყო და კლუბის ფინანსურ პოლიტიკას არ შეესაბამებოდა.

„პსჟ-მ დღეს ოფიციალურად გაიწვია ინტერესი და შეთავაზებები იან დიომანდეს მიმართ. მოთხოვნილი სატრანსფერო თანხა და ხელფასი სრულიად არაპროპორციული იყო და ბაზარს ამახინჯებდა.

როგორც ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ ორგზის გამარჯვებული და ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კლუბი, პსჟ არ აპირებს ფეხბურთელების აგენტების ინფლაციურ და მანიპულაციურ თამაშებში ჩართვას. ამის ნაცვლად, კლუბი მშვიდად და თავდაჯერებულად გააგრძელებს სატრანსფერო გეგმაზე მუშაობას“, - ნათქვამია კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.



FACEBOOK კომენტარები