წარმატების მთავარი საიდუმლო - რა გააკეთა ლუის ენრიკემ "პსჟ"-ს ბაზაზე წარმატების მთავარი საიდუმლო - რა გააკეთა ლუის ენრიკემ "პსჟ"-ს ბაზაზე » Footballnews წარმატების მთავარი საიდუმლო - რა გააკეთა ლუის ენრიკემ "პსჟ"-ს ბაზაზე
გათიშვა

წარმატების მთავარი საიდუმლო - რა გააკეთა ლუის ენრიკემ "პსჟ"-ს ბაზაზე

წარმატების მთავარი საიდუმლო - რა გააკეთა ლუის ენრიკემ "პსჟ"-ს ბაზაზე
4 საათის და 5 წუთის წინ
ნიკა მშვილდაძე

გავრცელებული ინფორმაციით, ლუის ენრიკემ პარის სენ-ჟერმენის საწვრთნელ ბაზაზე, PSG Campus-ში, კიდევ ერთი ღამე გაატარა, გუნდის ვარჯიშების განახლებამდე.

ესპანელი სპეციალისტის ასეთი მიდგომა ახალი არ არის. პარიზულ კლუბში მისვლის შემდეგ ენრიკე ცნობილია იმით, რომ საათებს უთმობს მატჩების ანალიზს, სავარჯიშო პროცესის დაგეგმვასა და გუნდის თითოეული დეტალის მომზადებას. ზოგჯერ ის ღამესაც კი კლუბის ბაზაზე ატარებს.

მანამდე ამ სამუშაო ეთიკაზე საჯაროდ David Beckham-მაც ისაუბრა და ენრიკეს პროფესიონალიზმი განსაკუთრებულად შეაქო.

მიუხედავად იმისა, რომ მისი გადაწყვეტილებები ხშირად განსხვავებულ შეფასებებს იწვევს, ერთი რამ უდავოა — ლუის ენრიკეს ერთგულებასა და საქმისადმი დამოკიდებულებაზე კითხვები პრაქტიკულად არ არსებობს.


FACEBOOK კომენტარები