პსჟ-ს ახალი სეზონიდან მნიშვენლოვანი მოთამაშე გამოაკლდება პსჟ-ს ახალი სეზონიდან მნიშვენლოვანი მოთამაშე გამოაკლდება » Footballnews პსჟ-ს ახალი სეზონიდან მნიშვენლოვანი მოთამაშე გამოაკლდება
გათიშვა

პსჟ-ს ახალი სეზონიდან მნიშვენლოვანი მოთამაშე გამოაკლდება

პსჟ-ს ახალი სეზონიდან მნიშვენლოვანი მოთამაშე გამოაკლდება
1 საათის და 2 წუთის წინ
ნიკა მშვილდაძე

„ლივერპული“ პარის სენ-ჟერმენის ერთ-ერთი ლიდერის, ბრედლი ბარკოლას დამატებას სერიოზულად ცდილობს და მისი ტრანსფერისთვის 110 მილიონ ფუნტზე მეტი თანხის შეთავაზებას გეგმავს.

The Telegraph-ის ინფორმაციით, „ლივერპულსა“ და პსჟ-ს შორის კონტაქტები გრძელდება და მხარეები რეგულარულად ურთიერთობენ. ამავე ცნობით, ბარკოლას თავად სურს ინგლისურ კლუბში გადასვლა.

ფაბრიციო რომანოს ცნობით, მთავარი საკითხი სატრანსფერო თანხაა - „ლივერპულმა“ ჯერ უნდა განსაზღვროს, კონკრეტულად რამდენის გადახდას აპირებს ფეხბურთელში. 

ამ ეტაპზე შეთანხმება ახლოს არ არის და მოლაპარაკებებს შესაძლოა გარკვეული დრო დასჭირდეს.




FACEBOOK კომენტარები