"ძალიან კარგი მატჩი ჩავატარეთ" - ერნიკე წაგებული ფინალის შემდეგ "ძალიან კარგი მატჩი ჩავატარეთ" - ერნიკე წაგებული ფინალის შემდეგ » Footballnews "ძალიან კარგი მატჩი ჩავატარეთ" - ერნიკე წაგებული ფინალის შემდეგ
გათიშვა

"ძალიან კარგი მატჩი ჩავატარეთ" - ერნიკე წაგებული ფინალის შემდეგ

"ძალიან კარგი მატჩი ჩავატარეთ" - ერნიკე წაგებული ფინალის შემდეგ
38 წუთის წინ
გიორგი სოხაძე

საფრანგეთის სუპერ თასის ფინალში პსჟ ლანსს დაუპირისპირდა და 1:0 დამარცხდა. 

მატჩის შემდეგ ლუის ენრიკემ პრესკონფერენციაზე თქვა:

„პირველი დადებითი ის არის, რომ თუ ფინალში ხარ, ესე იგი, რაღაც სწორად გაგიკეთებია. იმაზე მაღალ დონეზე ვითამაშეთ, ვიდრე ველოდი.

ძალიან კარგი მატჩი ჩავატარეთ, მომენტები შევქმენით, მაგრამ გოლის გატანა ვერ შევძელით. მეტოქეს უნდა მივულოცოთ.

დაღლილები არ ვართ, თუმცა სეზონის ამ ეტაპზე ძალიან დადებითი სათამაშო ეპიზოდები დავინახე.

კარგი მატჩი გვქონდა. ასეთია ცხოვრება, ასეთია ფეხბურთი. ეს უნდა მივიღოთ, მეტოქეს მივულოცოთ და გზა გავაგრძელოთ“.

FACEBOOK კომენტარები