პსჟ-ს პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო პსჟ-ს პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო » Footballnews პსჟ-ს პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
გათიშვა

პსჟ-ს პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

პსჟ-ს პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
2 საათის და 11 წუთის წინ
გიორგი სოხაძე

პარიზის პროკურატურამ პარი სენ-ჟერმენის პრეზიდენტის, ნასერ ალ-ხელაიფის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.

პარიზული კლუბის ხელმძღვანელი პირად ინტერესებში სამსახურებრივი უფლებამოსილების უკანონო გამოყენებაშია ეჭვმიტანილი.

"გამოძიება უკავშირდება 2024 წლის ზაფხულში საფრანგეთის ჩემპიონატის გაშუქების სატელევიზიო უფლებების განაწილებას. მაშინ ალ-ხელაიფი ერთდროულად პსჟ-ის პრეზიდენტის, beIN Media Group-ის ხელმძღვანელისა და საფრანგეთის პროფესიული საფეხბურთო ლიგის (LFP) დირექტორთა საბჭოს წევრის თანამდებობებს იკავებდა.

გამოძიების მიზანია, დადგინდეს, ცდილობდა თუ არა ალ-ხელაიფი LFP-ის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებაზე ზემოქმედებას, რათა მატჩების ტრანსლირების უფლება მის კომპანია beIN Sports-ს მიეღო. გამოძიების წარმოება საფრანგეთის ფინანსურ ანტიკორუფციულ ბრიგადას დაევალა. საგამოძიების დაწყების მიზეზი კი არასამთავრობო ორგანიზაცია Anticor-ის მიმართვა გახდა", - წერს გამოცემა L'equipe.

გირჩევთ