საფონოვის სკამი მოირყა! - რას აპირებს პსჟ ზამთარში საფონოვის სკამი მოირყა! - რას აპირებს პსჟ ზამთარში » Footballnews საფონოვის სკამი მოირყა! - რას აპირებს პსჟ ზამთარში
გათიშვა

საფონოვის სკამი მოირყა! - რას აპირებს პსჟ ზამთარში

საფონოვის სკამი მოირყა! - რას აპირებს პსჟ ზამთარში
1 დღის და 2 საათის წინ
ნიკა მშვილდაძე

პარის სენ-ჟერმენი ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ახალი მეკარის დამატების შესაძლებლობას განიხილავს.

Le Parisien-ის ჟურნალისტის, დომინიკ სევერაკის ინფორმაციით, პარიზული გრანდი სატრანსფერო ბაზარზე ხელსაყრელი შესაძლებლობის გამოჩენას ელოდება.

მიუხედავად იმისა, რომ მატვეი საფონოვმა ფეხით თამაშის კომპონენტში მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა, რუს მეკარეს ახლო ძელის დაცვასთან დაკავშირებით პრობლემები კვლავ აქვს.

სევერაკის თქმით, თუ იანვარში პსჟ-ს კარგი მეკარის დამატების შესაძლებლობა მიეცემა, კლუბი ამ შანსის გამოყენებას შეეცდება.

თუმცა, Canal+-ის ჟურნალისტის, ოლივიე ტალარონის ინფორმაციით, პარიზელები ამ ეტაპზე საფონოვის თამაშით კმაყოფილნი არიან და ზამთარში ახალი მეკარის შეძენას არ გეგმავენ.


გირჩევთ