მადრიდის „რეალმა“ ოფიციალურად დაადასტურა ინგლისელი მცველის, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის ტრანსფერი.
26 წლის ფეხბურთელი ესპანურ კლუბში 2025 წლის 1 ივნისიდან ჩაირიცხება.
“სამეფო კლუბმა” გადაწყვიტა, რომ მისი ტრანსფერი დააჩქაროს, რათა ფეხბურთელი მონაწილეობა მიიღოს კლუბების მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც 14 ივნისს აშშ-ში იწყება.
ამისთვის ესპანურმა გრანდმა ლივერპულს 10 მილიონი ევრო გადაუხადა.