კილიან მბაპემ ფლორენტინო პერესს სუპერ ტრანსფერი შეუკვეთა კილიან მბაპემ ფლორენტინო პერესს სუპერ ტრანსფერი შეუკვეთა » Footballnews კილიან მბაპემ ფლორენტინო პერესს სუპერ ტრანსფერი შეუკვეთა
გათიშვა

კილიან მბაპემ ფლორენტინო პერესს სუპერ ტრანსფერი შეუკვეთა

კილიან მბაპემ ფლორენტინო პერესს სუპერ ტრანსფერი შეუკვეთა
2 საათის და 20 წუთის წინ
ნიკა მშვილდაძე

გავრცელებული ინფორმაციით, კილიან მბაპემ ფლორენტინო პერესს აცნობა, რომ მაიკლ ოლისე „რეალ მადრიდში“ გადასვლაზე დაითანხმა.

BILD-ის ცნობით, მბაპე აქტიურად ცდილობს, მისი მეგობარი მადრიდულ გრანდს შეუერთდეს. 

წყაროს ინფორმაციით, მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას ფრანგი თავდამსხმელი „ბაიერნის“ ვინგერს თითქმის ყოველდღე ესაუბრებოდა და უხსნიდა, თუ რამდენად წარმატებული დუეტი შეიძლება შექმნან „რეალ მადრიდში“.

ამავე ცნობით, მბაპემ ოლისეს უთხრა, რომ „რეალს“ მისი მსგავსი ფეხბურთელი სჭირდება. გარდა ამისა, მან ფეხბურთელს მადრიდში ცხოვრების უპირატესობებზეც ესაუბრა, მათ შორის ქალაქზე, რესტორნებსა და კლიმატზე.

აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე აღნიშნული ინფორმაცია მხოლოდ BILD-ის ცნობას ეფუძნება და ტრანსფერის შესახებ ოფიციალური დადასტურება ჯერ არ გაკეთებულა.


FACEBOOK კომენტარები