ლისაბონის სპორტინგში გიორგი ქოჩორაშვილის დებიუტი შეგდა.
ქართველი სელიტიკთან გამართულ ამხანაგურ მატჩში 58-ე წუთზე გამოვიდა.
პორტუგალიური მედია ქოჩორას თამაშს ასე ეხმაურება:
Sporting Things: „ქოჩორაშვილი მოედანზე შევიდა და აღფრთოვანება გამოიწვია. მან თავიდანვე შთაბეჭდილება მოახდინა, პირველივე შეხებით. ის ძალიან მარტივად თამაშობს, როცა ბურთი აქვს და თავის პასებში უზარმაზარ მრავალფეროვნებას ავლებს. ის ბუნებრივად პოულობს ხაზებს, გრძელ პასებს ხარისხიანად და ზუსტად ასრულებს. ტექნიკური თვისებების გარდა, ხასიათსაც ავლენს. აკონტროლებს თამაშს, ხელმძღვანელობს ტანაგუნდელებს და აჩვენებს წყნარ, მაგრამ ეფექტურ ლიდერობას. ის კარგად უმკლავდება მეტოქის ზეწოლას და როდესაც თავად ახორციელებს პრესიგნს, ამას ძალიან გონივრულად აკეთებს. კარგად კითხულობს თამაშის. ეს უდავოდ შესანიშნავი პირველი მაჩვენებლებია. ფეხბურთელი, რომელიც არ გიღალატებს“.
A Bola: „გაძლიერება: ის თანაგუნდელებთან კომუნიკაბელურია, დინამიური შეტევაში, თამაშის მკვეთრი ხედვა აქვს. უშიშარია და თამაშს აკონტროლებს. ეს არის დადებითი მომენტები ნახევარ საათზე ცოტა მეტიდან. უარყოფითი? მან დაკარგა ბურთი და გუნდი დაუცველი დატოვა თამაშში, რამაც „სელტიკის“ მეორე გოლი გამოიწვია. თუმცა, საერთო ჯამში, დადებითი შთაბეჭდილება დატოვა“.