როგორც მოგეხსენებათ, გიორგი ჩაკვეტაძე "უოტფორდის" მნიშვნელოვან ფიგურად იქცა.
გამოცემა "Capology" ქართველი მოთამაშის ანაზღაურებაზე საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ჩაკვეტაძის ყოველკვირეული ხელფასი 25 ათას ფუნტს შეადგენს, რითაც ის კლუბის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების ხუთეულში შედის.
აქვე გეტყვით, რომ გიორგის "უოტფორდთან" კონტრაქტი 2029 წლამდე აკავშირებს.